GE EN

ორშაბათს, 8 მაისს, 19:00-ზე, კავკასიის ახალი კინოს სკოლისა და არტარეას ერთობლივი პროექტის ფარგლებში დიმიტრი მამულიას ლექცია გაიმართება. 

რეჟისორი და სცენარისტი, მოსკოვის ახალი კინო სკოლის და თბილისის კავკასიის ახალი კინოსკოლის კონცეფციის ავტორი, სკოლის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი მამულია,ლექციების ახალი ციკლის ფარგლებში, ახალი კინო ენის შესახებ ისაუბრებს.


დიმიტრი მამულია, ფილოსოფიური, პოეტური, ლიტერატურული ტექსტების ავტორი, საერთაშორისო და სამამულო ფესტივალის პრიზიორი. 

• რუსული კინოაკადემია "Ника"-ს ლაურეატი.
• 45-ე ეკუმენური კინოფესტივალის პრიზი -კარლოვი ვარი.
• სპეციალური პრიზი, საუკეთესო დებიუტისათვის და პრიზი FIPRESCI- კოტბუსის კინოფესტივალი.
• ბათუმის კონოფესტივალის გრან პრი.

დიმიტრი მამულია, კითხულობს ლექციებს ბერლინის კინოსა და ტელევიზიის აკადემიაში. 

ახალი შეხვედრების ციკლი, რომელიც კვლავ ღიაა თქვენთვის. კავკასიის ახალი კინოს სკოლა და არტარეა ერთობლივად წარმოგიდგენთ ყველაზე გამორჩეული და გამოჩენილი თეატრისა და კინოს რეჟისორების და არტისტების მასტერკლასებს.

ჩვენი პარტნიორები