GE EN

დიმიტრი მამულია

რეჟისორი და სცენარისტი, მოსკოვის ახალი კინო სკოლის და თბილისის კავკასიის ახალი კინოსკოლის კონცეფციის ავტორი. ლიტერატურული, პოეტური, ფილოსოფიური, კულტურული ტექსტების ავტორი. მრავალი საერთაშორისო ფესტივალების პრიზიორი. ლექტორი გერმანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიის ბერლინში dffb. 
1969 წელს დაიბადა თბილისში. 1993 წელს მან დაამთავრა ფილოსოფიის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2007 წელს დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი კურსები სასცენარო და სარეჟისორო ხელოვნებაში (ВКСР). იმუშავა პედაგოგად რეჟისორ ბორის იუხანანოვის სახელოსნოში. მისი წერილები და ნაშრომები გამოქვეყნებულია მრავალ კინოჟურნალში თუ კულტურულ გამოცემებში.  
პრიზიორი მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე ( მცირე ბროლის გლობუსი, ჟიურის სპეციალური ხსენება და ეკუმენური ჟიურის პრიზი კარლოვი ვარის 45-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, ჟიურის სპეციალური პრიზი, პრიზი საუკეთესო დებიუტისათვის და ფიპრესის ჯილდო კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე; გრანპრი ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე, "კინოტავრის" დიპლომი კინომცოდნეთა და კრიტიკოსთან გილდიისაგან. 

ავტორი ფილმებისა: "მოსკოვი" (2007, ბაკურ ბაკურაძესთან ერთად), "სხვა ცა" (2010), "დანაშაულის მოწმე" (2017)

ჩვენი პარტნიორები