რას ნიშნავს იღვწოდე უნარების ყოველმხრივი განვითარებისათვის ტოტალური სპეციალიზაციის ეპოქაში? როგორ მიემართებიან ერთმანეთს სოციალურ-პოლიტიკური და სახელოვნებო რევოლუციები, როცა ხელოვნება ადამიანის სრულ ემანსიპაციას გვპირდება? და რა საკვანძო როლი უკავია ამ ყველაფერში ისეთ ფენომენს, როგორიცაა დილეტანტიზმი? მიუხედევად იმისა, რომ დანაპირები არ შესრულდა, ის დღესაც არ გვეშვება. ამ დანაპირების ერთ-ერთ კვალს რიხარდ ვაგნერთან და მის საოპერო მუზასთან, XIX საუკუნის ერთ ლეგენდარულ გერმანელ სოპრანოსთან, მივყავართ.
"დილეტანტიზმის ქება: რას გვპირდება ვაგნერის უხმო პრიმადონა? " ასეთია ფილოსოფოსისა და ლიტერატურათმცოდნეს ლუკა ნახუცრიშვილის ლექციის სათაური რომელიც 5 ივლისს არტარეაში გაიმართება.