სარეჟისორო ლაბორატორია (საერთო)
რეჟისორის პროფესიის სწავლა -
მორიგეობით სხვადასხვა ოსტატთან.
კავკასიის ახალი კინოს სკოლა - ეს პრინციპულად ახალი ფორმატის სკოლაა. ის არა მარტო ხელობას ასწავლის, ის ასწავლის „ხედვას“. იმისთვის რომ სკამი გააკეთო, ჯერ სკამის იდეა უნდა გქონდეს, იმისთვის, რომ შუბი გააკეთო, ჯერ შუბის იდეა უნდა გქონდეს, იმისთვის, რომ ფილმი გააკეთო, ჯერ ფილმის იდეა უნდა გქონდეს. არ შეიძლება, ასწავლო „კეთება“, სანამ „დანახვას“ არ ასწავლი.
სასწავლო პროცესი სკოლაში უნიკალური და შემოქმედებით გარე�
��ირებას უწყობს ხელს, რომელიც სტიმულს აძლევს დიალოგს პროფესიონალებს - რეჟისორებს, სცენარისტებს, ოპერატორებს, მსახიობებს, ხმის რეჟისორებსა და კრიტიკოსებს - შორის.რა აქცევს კავკასიის ახალი კინოს სკოლის სარეჟისორო კურსს ეფექტურად?
პირველი სემესტრი სარეჟისორო სახელოსნოში მოიცავს: მეცადინეობებს ოსტატებთან რეჟისურაში (კვირაში ორჯერ) / დრამატურგიისა და სასცენარო ოსტატობის კურსებს / სპეციალური კურსს „ფილმის სტრუქტურა“ / კინოს ისტორიის კურსს / საოპერატორო ოსტატობას / მონტაჟის ტექნიკური ნაწილის კურსს (სამონტაჟო პროგრამების ათვისება) / სპეციალურ კურსს „მონტაჟური აზროვნება“ / კინოწარმოების საფუძვლების კურსს (სტუდენტები ეცნობიან „pre-production“ ეტაპის თავისებურებებს - სარეჟისორო სცენარის შექმნა, გუნდის შეკრება, ქასთინგი, ლოკაციები, სტორიბორდი) / კურსს „ვიდეო- და მედიახელოვნება“.
პრაქტიკული მეცადინეობები მოიცავს დავალებებს გადაღებაში / სასცენარო ოსტატობაში (ექსპოზიცია, დიალოგი) / მონტაჟში („გაღვიძება კადრში“, „დარქმევა“, „ხუთი კადრი“, „მოძრაობის ფაქტურა“ და სხვა) / მხატვრების, ხელოვნების თეორეტიკოსებისა და სამხატვრო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მასტერკლასებს / პედაგოგებთან ინდივიდუალურ კონსულტაციებს / სტუდენტური ნამუშევრების ჩვენებას და ანალიზს.
სწავლების შედეგი პირველ სემესტრში იქნება: საკურსო ფილმის სცენარი / მრავალპოლუსიანი დიალოგი / ფოტოფილმი / მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
პედაგოგები
|
|
სწავლების პროგრამა
საგნები და კურსები
სარეჟისორო ოსტატობა |
![]() სასცენარო ოსტატობა |
საოპერატორო ოსტატობა |
მხატვრული და დოკუმენტური კინოს, სერიალის, სატელევიზიო ფორმატების რეჟისურა. ხელობას წამყვანი ქართველი რეჟისორები, აგრეთე ევროპული კინოს ცნობილი წარმომადგენლები ასწავლიან - ისინი, ვინც ნულოვან წლებში ახლებურად გაიაზრა შეცვლილი „სამყაროს სურათი“, ვინც თხრობის და გადაღების საკუთარი მანერა გამოიგონა, კინოში ახალი გმირები მოიყვანა და ახალი სტილი შექმნა. |
დრამატურგიის ფუძემდებლური კანონები. კინოს ყველა ჟანრის თავისებურებები. სერიალებისა და სატელევიზიო ფორმატების აგების კანონები. |
საოპერატორო ხელოვნების საფუძვლები: ოპტიკა, ფოკუსის მანძილი, ტექნიკა, გადაღების წერტილის, რაკურსის, განათების შერჩევა, ხელის და სტატიკური კამერა, სივრცის სიღრმე და სხვა. სპეციალური მეცადინეობები ეძღვნება გადაღების სტილსა და მანერას. |
|
რეჟისორის მუშაობა მსახიობთან |
|
ხმის რეჟისორთან მუშაობის თავისებურებები. ფილმის ხმოვანი კონცეფციის შემუშავება სარეჟისორო სცენარში. ხმა გადასაღებ მოედანზე და ხმის ჩამწერ სტუდიაში. გახმოვანება, მიქშირება და დუბლირება. | მსახიობთან მუშაობის მეთოდები და ტექნიკები, ხასიათების, მოტივაციის, ფსიქოლოგიის გარჩევა. მსახიობთან მუშაობას კინოსა და თეატრის წამყვანი რეჟისორები ასწავლიან. კურსის ფარგლებში არჩევენ და პრაქტიკულად ამოწმებენ სხვადასხვა მეთოდს: რეალისტურს, ეპიკურს, ნატურალისტურს. რეჟისორები თვითონ ასრულებენ მსახიობის როლს. | დამდგმელი მხატვრის პროფესიის შესავალი. დამდგმელ მხატვართან მუშაობის თავისებურებები. ფილმის ვიზუალური კონცეფციის და პლასტიკური სურათის შემუშავება. |
ფილმის სტრუქტურა |
ფილმის აგებულება |
მონტაჟური აზროვნება |
კურსის ფარგლებში განიხილება სამუშაო მიდგომები, რომლებიც სცენარისტის ხელობის საფუძველს შეადგენს. როგორ შეიკრას ნაწილებიდან მთელი. როგორ დაიყოს ფილმი ნაწილებად ისე, რომ თითოეული ნაწილი ფილმის ენერგიას ავითარებდეს და ყველაფერი მაქსიმუმისკენ მიდიოდეს. |
ფილმის დრამატურგიული და ვიზუალური ინსტრუმენტარიუმის ანალიზი, კინოენის ანალიზი, ფილმის სტრუქტურის კვლევა კინონაწარმოებების მაგალითზე, ხმოვანი და მხედველობითი კავშირების სპეციფიკა, სახვითი რიგის სტრუქტურული თავისებურებები, „კინოენის“ განსხვავება ზეპირ-სამწერლო ენებისგან, ურთიერთკავშირი ფილმის სტრუქტურასა და მის აზრს შორის. |
მონტაჟური აწყობის ჩვევები სცენარის დონეზე. მონტაჟური ბლოკებით აზროვნება. მონტაჟის ხერხები. მონტაჟში პრაქტიკული მეცადინეობები „მონტაჟის რეჟისურის“ ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად იმართება. |
მონტაჟი. ტექნიკური ნაწილი |
კადრი და კომპოზიცია |
სტორიბორდი. კადრირება |
სტუდენტები სწავლობენ მუშაობას სამონტაჟო პროგრამებთან The Avid, Final Cut, Adobe Premiere Pro. Post-production ცეხთან მუშაობა: მონტაჟი, ფერების კორექცია / ტელესაინი, ხმის მიქშირება. |
სტუდენტები სწავლობენ კომპოზიციის აგების პრინციპებს, კადრის ფერითი გადაწყვეტის ვარიანტებს, მრავალი კამერით გადაღების თავისებურებებს, კადრის სტრუქტურულ აგებას, სივრცის სიმკვეთრის სიღრმის მაჩვენებლების განსაზღვრას კინოკამერაზე. |
სივრცითი მიზანსცენის ლოგიკის, ტერმინების ენის, გრაფიკული აღნიშნვნების და განმარტებითი ტექსტის ნოტაციის სისტემის შესწავლა. სტუდენტები იძენენ ტექსტის ვიზუალიზაციის უნარს, სწავლობენ, როგორ გადაჭრან უკეთ სცენარის ესა თუ ის ამოცანა ეკრანზე. |
ქასთინგი და ლოქეიშენი |
კომპიუტერული გრაფიკა |
კინოწარმოების საფუძვლები |
სტუდენტები სწავლობენ ქასთინგის დირექტორთან და ლოქეიშენ-მენეჯერთან ერთობლივ მუშაობას, სწავლობენ მსახიობებისა და ლოკაციების შერჩევის პრინციპებს. |
კურსი ეძღვნება კომპიუტერული გრაფიკისა და 3D ანიმაციის სახეობებსა და შესაძლებლობებს. |
სტუდენტები ეცნობიან კინოწარმოების ყველა ეტაპის წესებსა და თავისებურებებს: pre-production, production, post-production. კალენდარულ-სადადგმო გეგმის შედგენა. ინტერაქცია მეორე რეჟისორთან. |
პროდიუსირება და ეკონომიკა. გადასაღებ მოედანზე მუშაობა |
საპროდიუსერო კომპანიები, ფონდები, კოპროდუქცია |
ჯადოსნური კინოს შესახებ |
ინტერაქცია გენერალურ პროდიუსერთან, ლაინ-პროდიუსერთან, ფილმის დირექტორთან. ფილმის ბიუჯეტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა. კინოწარმოების ორგანიზება. გადაღების პროცესის ადმინისტრირება. გადაღებების დაგეგმვა. |
კურსი სტუდენტებს აცნობს წამყვან ქართულ და უცხოურ კინოკომპანიებს, კინოფონდებს, კოპროდუქციის წესებსა და პროცედურებს. |
კურსი იმის შესახებ, რაც რეჟისორის სიტყვიდან „გადაღებულია“ ფილმის ეკრანზე გამოჩენამდე ხდება. მასალის მონტაჟისთვის მომზადება, კომპიუტერული გრაფიკა და სპეცეფექტები, ფერების კორექცია, კინოთეატრებისთვის ასლების დამზადება. რით განსხვავდება დაბალბიუჯეტიანი ექსპერიმენტული კინო ჯადოსნური სანახაობითი ბლოკბასტერისგან? კურსი post-production ეტაპის თავისებურებების შესახებ იძლევა წარმოდგენას. |
საავტორო სამართალი კინოში |
კინოს სოციოლოგია |
მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორია |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების (კერძოდ, საავტორო უფლებები ინტერნეტში) დაცვის შესახებ კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების გაცნობა; ავტორთა უფლებების დარღვევის შესახებ საქმეთა განხილვა; აუდიოვიზუალური ნაწარმოებების საავტორო სამართლის სპეციფიკა. ინტელექტუალური საკუთრების თანამედროვე სისტემის (კერძოდ, საპატენტო სამართლის ობიექტებისა და ინდივიდუალიზების ხერხების) გაცნობა. |
ლექციების კურსი კინემატოგრაფის სოციალური პრობლემების შესახებ: „რას წარმოადგენს კინო, როგორც სოციალური ფენომენი?“, „როგორია მისი ადგილი და როლი საზოგადოებაში?“ , კინომაყურებლის შესწავლა, საბავშვო ასაკის კინომაყურებლის შესწავლა, კინო, როგორც იდეოლოგიური სისტემა, კინო, როგორც მასობრივი კულტურის ნაწილი. |
ლექციების კურსი მსოფლიო კინოხელოვნების ისტორიაში. ლექციებზე კინოს ისტორიის პროცესი წარმოდგენილია ყველა წინააღმდეგობით, ურთიერთკავშირითა და ურთიერთშეჯახებით. სტუდენტები მსოფლიო და სამამულო კინემატოგრაფის ძირითად პერიოდებსა და დინებებს შეისწავლიან. |
ქართული კინოს ისტორია |
კინოს პარალელური ისტორია |
ნულოვანი წლების კინემატოგრაფის ისტორია |
ლექციების კურსი ქართული კინოს ისტორიაში, მისი დაბადებიდან დღევანდელ დღემდე. |
ლექციების კურსი, რომელიც ფართო წარმოდგენას იძლევა კინოში სტილების მრავალფეროვნების შესახებ. ის საქართველოში ნაკლებად ცნობილი რეჟისორების ფილმებს ეხება. ეს, ერთი მხრივ, „ოქროს ჰოლივუდის“ ნაკლებად ცნობილი რეჟისორებია და, მეორე მხრივ, მცირე, პერიფერიული კინოს ექსპერიმენტული სურათები. ეს არის პორტუგალიური, პოლონური, რუმინული კინოსა და სხვა ქვეყნების კინემატოგრაფის უზარმაზარი შრე. |
ლექციების კურსი ახალი კინოს შესახებ. „ახალს“ ჩვენ პირობით ნულოვანი წლების კინემატოგრაფს ვუწოდებთ. მეცადინეობებზე განვიხილავთ ენებს, სტილებს, ფორმებს, ვაანალიზებთ ნულოვან წლებში შექმნილ საკვანძო ფილმებს. დაწვრილებით ვარჩევთ ისეთი რეჟისორების ფილმებს, როგორებიც არიან ბრიუნო დიუმონი, კარლოს რეიგადასი, მიხაელ ჰანეკე, ჟან-პიერ და ლუკ დარდენები, ფილიპ გრანრიე, პედრო კოშტა და ბევრი სხვა. |
კინოს თეორია |
როგორ წავიკითხოთ ფილმი? |
მხედველობის ენა |
მეცადინეობები ეძღვნება იმას, თუ როგორ არის გაკეთებული ფილმი სტრუქტურული, კომპოზიციური, სტილისტური, გრამატიკული, სემიოტიკური თვალსაზრისით. სტუდენტები ბაზენის, კრაკაუერის, მეტცის, იაკობსონის, უორტის, პაზოლინის და სხვათა თეორიებს ეცნობიან. |
კურსი ეძღვნება ამბების კინემატოგრაფიული ფიგურების - პლანის, რაკურსის, სიმსხვილის, მონტაჟური ფრაზის - საშუალებით გარჩევას. |
კურსი, რომლის მიზანია, ასწავლოს დაფარული ნიშნების, თავისებური საგზაო რუკების დანახვა, რომლებიც ყოველ დიად ფილმში არის. კურსის ფარგლებში ტარდება სემინარები, რომლებზეც სტუდენტებს სთავაზობენ, გონებაში ხელახლა ააწყონ ფილმი, იპოვონ დამთხვევები - მნიშვნელობები, რომლებიც დაფარულია მზერისთვის, მნიშვნელობები, რომლებიც სურათის ღერძს შეადგენს, მის უხილავ პარადოქსულ არსს ხსნის. |
საიდან მოდის იდეები? |
როგორ ვაქციოთ ამბავი ჩვენად? |
ფსიქოლოგია სცენარისტებისა და რეჟისორებისთვის |
მეცადინეობები, რომლებიც იდეების შექმნას ეძღვნება. სტუდენტები პოულობენ პასუხებს კითხვებზე: „რა არის ორიგინალური იდეა?“, „როგორ უნდა შეიქმნას ხატი, რომ მისგან, როგორც გორგლიდან, თავისთავად გაიშალოს ამბავი?“ და სხვა. |
დიდი სცენარისტების მიერ შექმნილ ამბებს აქვს საკუთარი სახე, აქვს ინდივიდუალობა - ეს სცენარები არ არის ანონიმური, არ არის უბრალოდ კარგად დალაგებული. მათში მხოლოდ ზუსტი ხასიათები, მარჯვე სიუჟეტური სვლები და ორიგინალური ფაბულა არ არის. მათში არის კიდევ რაღაც. მეცადინეობებზე პედაგოგი და სტუდენტები ერთად შეეცდებიან, უპასუხონ კითხვას - რა არის ეს რაღაც? |
კურსი სტუდენტს სიუჟეტში დრამატურგიისა და კონფლიქტის აწყობის თავისებურებებს აცნობს. ლექციებზე არჩევენ პერსონაჟის მოტივებს, ფარულ სურვილებს, კომპლექსებს, რომლებიც გმირებს ამოძრავებს. სტუდენტები ეცნობიან ფსიქოლოგიურ ფორმულებს სცენარის დასაწერად და პრაქტიკაში მათ გამოყენებას სწავლობენ. |
კინოს ფსიქოლოგია |
სიუჟეტის თეორია ლიტერატურაში |
ხელოვნების რიტუალური საფუძვლები |
სტუდენტები კინოფილმის დისციპლინათშორისი ანალიზის ჩვევებს იძენენ კლინიკური ქარაქტეროლოგიის, ფსიქიატრიის საფუძვლების, თეორიული ფსიქოანალიზის, სტრუქტურული ლინგვისტიკისა და პოეტიკის, მოტივების ანალიზის, ანალიზური ფსიქოლოგიის, მეტყველებითი აქტების თეორიის, მოდალური ლოგიკის საფუძველზე. |
სიუჟეტის აგების ძირითადი კომპონენტები და კანონები. მოვლენები და ქმედებები, ფაბულა, ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა და კვანძის გახსნა, პერიპეტია, ცნობა და მასთან დაკავშირებული ვერცნობის შეცდომები, მეტამორფოზა, კოლიზია, კულმინაცია. კურსი ეძღვნება სიუჟეტის კლასიკურ თეორიას, რომელიც ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში იღებს სათავეს. |
რიტუალი არის მოქმედებათა სტერეოტიპული თანამიმდევრობა, რაც მოიცავს ჟესტებს, სიტყვებსა და ობიექტებს. ყოველვარი მოვლენისა და მოქმედების საფუძველში რიტუალის სტრუქტურა და ანტისტრუქტურა ძევს. ცხოვრების არსს ეტაპების თანამიმდევრული მონაცვლეობა, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა შეადგენს. კურსის ფარგლებში სტუდენტები არნოლდ ვან გენეპის, ვიქტორ ტერნერის და სხვათა თეორიებს ეცნობიან. |
როგორ დავწეროთ სინოფსისი, ტრიტმენტი, ლოგლაინი? როგორ აღვწეროთ პერსონაჟები და ხასიათები? |
პროექტის პრეზენტაცია (პიტჩინგი) |
ვიდეო- და მედიახელოვნება |
კურსი ამბის მოკლედ გადმოცემას ასწავლის. სტუდენტები სინოფსისის, ტრიტმენტის, ეპიზოდების თანამიმდევრული გეგმის წერას სწავლობენ. სწავლობენ პერსონაჟებისა და ხასიათების გასაგებად აღწერას. |
მეცადინეობები, რომლებზეც სტუდენტები თავიანთი ამბის ზეპირი ფორმით სწრაფად (5 წუთში) წარდგენას სწავლობენ - სტუდენტმა უნდა მოახერხოს, გადმოსცეს ამბის „მარილი“, უნდა შეძლოს, „წამოაგოს“ მსმენელი. |
ვიდეოარტის ისტორია, ძირითადი ფიგურანტები და დინებები. |
ფოტოგრაფია |
მუსიკა კინოში |
გრიმი კინოში |
ფოტოგრაფიის ტექნიკა, ოპტიკის, შუქტექნიკის, ექსპონომეტრიის საფუძვლები, ფოტოგრაფიის განსხვავებული ჟანრების გადაღების თავისებურებები, გამოსახულების კომპიუტერული დამუშავება. პროფესიული ფოტოტექნიკის აწყობისა და თვისებების შესწავლა. |
მუსიკის თეორიის საფუძვლები, კომპოზიტორთან მუშაობის თავისებურებები, ფილმის მუსიკალური გადაწყვეტა სხვადასხვა ჟანრში. სტუდენტები იძენენ ამოცანის დასმისა და კომპოზიტორთან და მუსიკალურ რედაქტორთან ინტერაქციის ჩვევებს. |
გრიმის შესაძლებლობები, მსახიობის გარეგნობის შეცვლის ოსტატობა. სტუდენტები ეცნობიან კინოში გრიმის ტექნიკასა და სპეციფიკას (სპეცეფექტები, ნაიარევები, იარები, დამწვრობა, დაბეჟილობა და სხვა). |
სახვითი ხელოვნების ისტორია |
დელეზი. კინო |
ფსიქოანალიზი |
ლექციების კურსი სახვითი ხელოვნების ისტორიაში უძველესი ხანიდან XX საუკუნემდე. ყოველი ისტორიული ეტაპის იდეურ-სტილისტური თავისებურებები. დამახასიათებელი ტენდენციები გამოჩენილი ოსტატების შემოქმედებაში. |
კურსის ფარგლებში XX საუკუნის წამყვანი ფრანგი ფილოსოფოსის ჟილ დელეზის ორი უმნიშვნელოვანესი წიგნი განიხილება: „კინო 1. ხატი-მოძრაობა“ და „კინო 2. ხატი-დრო“. |
რისთვის არის საჭირო ფსიქოანალიზი? ის მზერას შიგნით მიმართავს, და თუ მზერა ერთხელ შინაგანისკენ მიიქცა, ის უკან აღარ ბრუნდება. ფსიქოანალიზი სიზმრებს, ოცნებებს, ფარულ გატაცებებს, ვნებებს ქექავს, და მაშინ მათი, ანუ საკუთარი თავის ძალაუფლების ქვეშ ექცევი. |
ფსიქოდრამატული კინოსეანსი |
||
ფილმებზე ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა. სხვადასხვა კინოფილმის მასალაზე ფსიქოდრამატული მუშაობა. თემები: „კინოსთან ფსიქოდრამატული მუშაობის შესაძლებლობები და ‘ჩასაფრებები’“, „რიტუალები, გახურება, ჩარჩოები და სტრუქტურები; „როლის როლში“ შეყვანის სპეციფიკა, ყველაფრის როლში, რაც ჩანს და ისმის - საგნების, ხმების, სტიქიების...“. |
||
მისაღები გამოცდები 1. შევსებული ანკეტა. 2. ავტობიოგრაფიული ესე, შესრულებული შემოქმედებით სტილში /არაუმეტეს ორი გვერდისა/. 3. შემთხვევის, მოვლენის აღწერა, რომელმაც აბიტურიენტზე გავლენა მოახდინა (მხოლოდ რეალური, არა გამოგონილი ამბები) /არაუმეტეს ორი გვერდისა/. 4. სრულ- ან მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონცეფცია (ფილმის აღწერა, პერსონაჟები, ატმოსფერო, პროცესები) /არაუმეტეს ორი გვერდისა/. 5. დეტალურად შემუშავებული სცენა ფილმიდან (აღწერა, პერსონაჟები, ატმოსფერო) /არაუმეტეს ერთი გვერდისა/. 6. აბიტურიენტის ერთ-ერთი საყვარელი ფილმის მიმოხილვა /არაუმეტეს ერთი გვერდისა/. 7. აბიტურიენტის ფოტო, მის მიერვე გადაღებული (თავისუფალი ფორმა - „როგორ ხედავს აბიტურიენტი საკუთარ თავს“). 8. დამატებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ (სავალდებულო არ არის) შემოქმედებითი ნამუშევრები: - აბიტურიენტის მიერ გადაღებული ფოტოები (არაუმეტეს ცხრა ფოტო. თემა: „დაფარული სილამაზე“). - აბიტურიენტის მიერ გადაღებული ფილმი / რგოლი. 9. გასაუბრება (ნამუშევრების კონკურსის გავლის შემდეგ აბიტურიენტებს გასაუბრებაზე იწვევენ – თითოეულ მონაწილეს დამატებით აცნობებენ გასაუბრების დროსა და თარიღს). |
· დიმიტრი მამულია