GE EN

მიღების წესები

კავკასიის ახალი კინოს სკოლაში მისაღებად საჭიროა ანკეტის შევსება და მისაღები გამოცდების გავლა თქვენს მიერ არჩეულ ლაბორატორიაში. დავალებები და მასალები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: newcinema@cu.edu.ge 9 სექტემბრამდე.

მისაღები გამოცდების დამასრულებელი ეტაპია გასაუბრება (ნამუშევრების კონკურსის გავლის შემდეგ აბიტურიენტებს გასაუბრებაზე იწვევენ, თითოეულ მონაწილეს ინდივიდუალურად აცნობებენ მასთან გასაუბრების დროსა და თარიღს), რომელიც ჩატარდება 15 სექტემბერს

აბიტურიენტმა, რომელიც წარმატებით გაივლის კონკურსს, უნდა გააფორმოს ხელშეკრულება და საკადრო განყოფილებას მიაწოდოს შემდეგი საბუთები:

  • პასპორტის ასლი;
  • დიპლომის / განათლების შესახებ საბუთის (თუ ასეთი არსებობს) ასლი;
  • 2 ფერადი ფოტო (ფორმატი 3х4).

 

 სპეციალობა

_________________________

 

 

 

 

სარეჟისორო ლაბორატორია (საერთო)


 

 

დავალებები ნამუშევრების კონკურსისათვის

________________________________________________________________________________

1. ავტობიოგრაფიული ესე, შესრულებული შემოქმედებით სტილში /არაუმეტეს ორი გვერდისა/

2. შემთხვევის, მოვლენის აღწერა, რომელმაც აბიტურიენტზე გავლენა მოახდინა (მხოლოდ რეალური, არა გამოგონილი ამბები) /არაუმეტეს ორი გვერდისა/

3. სრულ- ან მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონცეფცია (ფილმის აღწერა, პერსონაჟები, ატმოსფერო, პროცესები) /არაუმეტეს ორი გვერდისა/

4. დეტალურად შემუშავებული სცენა ფილმიდან (აღწერა, პერსონაჟები, ატმოსფერო) /არაუმეტეს ერთი გვერდისა/

5. აბიტურიენტის ერთ-ერთი საყვარელი ფილმის მიმოხილვა /არაუმეტეს ერთი გვერდისა/

6. აბიტურიენტის ფოტო, მის მიერვე გადაღებული (თავისუფალი ფორმა - „როგორ ხედავს აბიტურიენტი საკუთარ თავს“)

7. დამატებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ (სავალდებულო არ არის) შემოქმედებითი ნამუშევრები:

- აბიტურიენტის მიერ გადაღებული ფოტოები (არაუმეტეს ცხრა ფოტო. თემა: „დაფარული სილამაზე“)

- აბიტურიენტის მიერ გადაღებული ფილმი / რგოლი

 

 

 

 

 

სარეჟისორო ლაბორატორია (საერთო)

ჩვენი პარტნიორები