GE EN

კავკასიის ახალი კინოსკოლის პრიორიტეტი სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარების, კინოწარმოების პროცესში უშუალო ჩართულობისა და გამოცდილების დაგროვებისკენ წახალისებაა. სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი იქნება სტაჟირებები სასცენარო, სარეჟისორო, საოპერატორო საქმიანობისათვის ცნობილ პროფესიონალებთან ერთად. ამჟამად თბილისში სკოლის სამხატვრო ხელმძღვანელისა და კონცეფციის ავტორის, რეჟისორისა და სცენარისტის, დიმიტრი მამულიას სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებები მიმდინარეობს, სადაც სამუშაო პროცესში კავკასიის კინოსკოლის სარეჟისორო ხელოვნების სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი.

ჩვენი პარტნიორები