GE EN

ალექსანდრე რეხვიაშვილი

მსახიობი, პედაგოგი, კინორეჟისორი და სცენარისტი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ღირსების ორდენის მფლობელი ქართულ კინემატოგრაფში შეტანილი დიდი წვლილისათვის. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის(მოსკოვი) საოპერატორო ფაკულტეტი 1962 წელს, 1971 წელს კი ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1979 წელს მანჰეიმის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა,  ფილმისთვის "მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკა." 1990 წელს კი მისმა ფილმმა "მიახლოება" მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. 

971 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; ასწავლიდა რეჟისურას თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: "ნუცა" (1971), "XIX საუკუნის ქართული ქრონიკა" (1978), "გზა შინისაკენ" (1981), "საფეხური" (1986), "მიახლოება" (1989), "უკანასკნელნი" (დოკუმენტური,  2006), "იგორ სანოვიჩი, ესკიზი პორტრეტისთვის" (დოკუმენტური, 2008), "რამაზ ჩხიკვაძე" (დოკუმენტური, 2013); სცენარის ავტორია ფილმების: "ნუცა" (1971), "XIX საუკუნის ქართული ქრონიკა" (1978), "გზა შინისაკენ" (1981), "საფეხური" (1986), "მიახლოება" (1989), "უკანასკნელნი" (დოკუმენტური,  2006), "იგორ სანოვიჩი, ესკიზი პორტრეტისთვის"(დოკუმენტური, 2008), "რამაზ ჩხიკვაძე" (დოკუმენტური, 2013); პროდიუსერია ფილმის: "რამაზ ჩხიკვაძე"(დოკუმენტური, 2013); დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "ალავერდობა" (1962), "მიქელა" (1965), "ფიროსმანი"(1969), "ძაღლი" (1974), "რამაზ ჩხიკვაძე" (დოკუმენტური, 2013); გადაღებულია ფილმში: "ფიროსმანი" (1969). 

ჩვენი პარტნიორები