GE EN

ლევან კოღუაშვილი

 

ქართველი კინორეჟისორი. დაიბადა 1973 წლის 18 მარტს. 1992 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია "იბერვიზიაში" პროდიუსერად. 1998 წელს დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (მარლენ ხურციევის სახელოსნო). დიპლომის მიღების შემდეგ ის თბილისში დაბრუნდა და სხვადასხვა დოკუმენტურ სურათებსა თუ სარეკლამო რგოლებზე მუშაობდა. 2002 წლიდან სწავლობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის მაგისტრტურაზე. მისი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "ვალი"  მსოფლიოს მასშტაბით მრავალი კიფესტივალის საკონკურსო პროგრამებში ეჩვენა, მათ შორის, სანდენსისა და ტრიბეკას ფესტივალებზე. 2008 წელს გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა "ქალები საქართველოდან" დიდი წარმატება მოიპოვა. 2010 წელს კოღუაშვილმა მისი ყველაზე გახმაურებული სურათი "ქუჩის დღეები" გადაიღო, რომელიც რამოდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, მათ შორის როტერდამის კინოფესტივალის მთავარი პრიზი. 2013 წელს გადაღებულმა სურათი "შემთხვევითი პაემნები" კი ტორონტოსა და ზაგრების კინოფესტივალების პრიზიორი გახდა.

ჩვენი პარტნიორები