თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორი, ესპანელი კინორეჟისორი, ალბერტ სერა საქართველოს ეწვევა და სტუდენტებისთვის, კინოპროფესიონალებისა და კინომოყვარულებისთვის მასტერკლასებს გამართავს.
ალბერტ სერა გამოირჩევა ინდივიდუალური ხელწერით, რომელიც გაჯერებულია თანამედროვე კინომეტყველებისთვის დამახასიათებელი ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტებით, როგორიცაა "კინოდრო, როგორც ონლაინ რეჟიმი", "პერფორმანსი კინოში", "ფსიქიკური სხეული", "მხატვრული პირობითობისა და დოკუმენტური სტილსტიკის სინთეზი". მისი ნამუშევრები არაერთი ჯილდოს მფლობელია კანის, ლოკარნოსა თუ ვენეციის კინოფესტივალებზე.
პროექტის გენერალური მხარდამჭერია adjaranet.com
ალბერტ სერას მასტერკლასს წარადგენს TBC - თიბისი
პროექტის ორგანიზატორია კინოკლუბი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში
მასტერკლასები გაიმართება 6-7 ივნისს, 13:00 საათზე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. მის: რუსთაველის გამზირი 19
საჯარო შეხვედრა კი - 8 ივნისს, 19:00 საათზე თიბისი გალერეაში შედგება.
მასტერკლასებზე დასასწრებად, გთხოვთ, 1 ივნისამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/Ilo0HifPHkRChjdz2
*დასწრება თავისუფალია