პროდიუსერი და მონტაჟის პედაგოგი ილია ტომაშევიჩი მოსკოვის ახალი კინოს სკოლის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა რომელიც სწავლების არასტანდარტული ფორმითა და თვითმყოფადი მეთოდიკითაა ცნობილი. მან მოსკოვის კინოხელოვნების უნივერსიტეტში (ВГИК) და პრაღის კინოს სკოლაში (FAMU) მიიღო განათლება სარეჟისორო ხელოვნების განხრით. მის პირველივე ფილმს სახელწოდებით „ლურჯი ცა. შავი პური“ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე მნიშვნელოვანი წარმატება ხვდა წილად.
პირველი სექტემბრიდან კვირიდან კავკასიის ახალი კინოს სკოლისა და მოსკოვის ახალი კინოს სკოლის გაცვლითი ვორქშოფების პირველი ნაწილი გაიხსნება, რომელიც ტომაშევიჩის მიერ წაკითხული ლექციებისა და მის მიერ ჩატარებული მასტერ-კლასების სერიას გულისხმობს. ორი კვირის განმავლობაში კინოს სკოლის სტუდენტებს ინტენსიური ტრეინინგი ჩაუტარდებათ. 20 სექტემბრიდან კი მათ შემოუერთდებიან პარტნიორი სკოლების (მოსკოვის ახალი კინოს სკოლა და სანქტ-პეტერბურგის ახალი კინოს სკოლა) სტუდენტები. ლექცია- მასტერკლასების მეორე ციკლი საგნის უფრო სიღრმისეული კვლევითა და არასტანდარტული პრაქტიკებით იქნება გაჯერებული: გასვლითი ლექციები, სხვადასხვა კვლევები და თავისუფალი ფორმატი.
ილია ტომაშევიჩი არსებული სტუდენტების გარდა რამოდენიმე საინფორმაციო ღია ლექციას აბიტურიენტებისა და დაინტერესებული პირებისათვისაც ჩაატარებს.