GE EN

თესალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალი ლოკარნოს ფესტივალთან ერთად წარმოგიდგენთ ინდუსტრიული აკადემიის საერთაშორისო ტრეინინგ პროგრამას (5-10 ნოემბერი), რომელიც წარმატებით ჩატარდა შვეიცარიაში, მექსიკაში, ბრაზილიასა და ნიუ-იორკში. პროგრამა  დაეხმარება კინოინდუსტრიის ახალგაზრდა პროფესიონალებს , გაყიდვების აგენტებს, დისტრიბუტორებსა და ახალი მედიის წარმომადგენლებს , გააუმჯობესონ თავიანთი გამოცდილება და დაამყარონ კონტაქტები საერთაშორისო გაყიდვების სფეროში, მარკეტინგში, დისტრიბუციასა და პროგრამირებაში მოღვაწე პროფესიონალებთან.

 

პროგრამა უმასპინძლებს საბერძნეთის,  სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ქვეყნების  წარმომადგენლებს, თუმცა  მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აგრეთვე სხვა ქვეყნებსაც.

 

გაყიდვების ახალგაზრდა მენეჯერები, დისტრიბუტორები და ახალი მედიის პროფესიონალები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ თესალონიკის ინდუსტრიის საერთაშორისო აკადემიის ტრეინინგ პროგრამაში, გაივლიან სპეციალურ ვორქშოფს, რომლის განმავლობაშიც მათ  ექნებათ ინტერაქციის,   გამოცდილების გაზიარების და საერთაშორისო კინოინდუსტრიაში მოღვაწე მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა დისკუსიების, პრეზენტაციებისა და ჯგუფური სემინარების ფორმატში.

ჩვენი პარტნიორები