20 ივნისს, 15:00სთ-ზე, ქორთიარდ მერიოტის საკონფერენციო დარბაზში, საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის „Circles Group“ წარმომადგენელი ენტონი ოსტერი, სადაზღვევო ბროკერის „MAIGeorgia“ და სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით კინოპროდიუსერებისათვის გამართავს პრეზენტაციას თემაზე: „კინოპროდუქციის დაზღვევა“. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ იმ შესაძლორისკებს, რომლის დაზღვევა და ანაზღაურებაც შეიძლება კინოწარმოების დროს. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის „Circles Group“ მიმართულებაა სპეციალური რისკებისდაზღვევა, დაწყებული კინოწარმოება მოსამზადებელი პერიოდიდან ფილმის მონტაჟამდე,ასევე ღონისძიებებისა და გამოფენების დაზღვევა (კონცერტი, შოუ, გამოფენა, სემინარი და ა.შ.)აღსანიშნავია, რომ „Circles Group“ უკვე 20 წელზე მეტია რაც აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობსდა დღეისათვის 80-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ამასთანავე, წლევანდელი კანისფესტივალი და მასზე წარდგენილი რამდენიმე კინოფილმი, სწორედ Circles Group-ის მიერ იყოდაზღვეული.
„MAI Georgia“კი საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერ „MAI CEE“-ს წარმოადგენს და უკვე 10 წელია რაც წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე.