GE EN

2017-2018 სასწავლო წლისათვის კავკასიის ახალი კინოს სკოლა აცხადებს სტუდენტთა მიღებას კინოხელოვნების სამაგისტრო პროგრამაზე, სპეციალობა: კინორეჟისურა

სკოლა ასევე ახორციელებს სასერტიფიკატო პროგრამებსაც, შემდეგ სპეციალობებში: კინორეჟისრურა, კინოდრამატურგია, გარდა საოსტატო მიმართულებებისა სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ ცალკეული საგნები არსებული პროგრამიდან

მიღების წესები

  1.  ეროვნული სამაგისტრო გამოცდების გავლის შემდეგ, აბიტურიენტი ავსებს უნივერსიტეტის საერთო ანკეტას და აგზავნის ელექტრონული ფოსტით მისამართზე: newcinema@cu.edu.ge
  2.  არჩეული სპეციალობის მიხედვით, აბიტურიენტი აგროვებს შესაბამის დავალებებს და აგზავნის მისამართებზე: parmenides@mail.ru; titowork@mail.ru; blezhava@cu.edu.ge; ninoanj@hotmail.com

 ზემოთხსენებული სარეგისტრაციო პროცესის საბოლოო ვადაა 9 სექტემბერი. 

  • აბიტურიენტებს გასაუბრებაზე იწვევენ, თითოეულ მონაწილეს ინდივიდუალურად აცნობებენ მასთან გასაუბრების დროსა და თარიღს), რომელიც ჩატარდება 15 სექტემბერს
  • აბიტურიენტმა, რომელიც წარმატებით გაივლის კონკურსს, უნდა გააფორმოს ხელშეკრულება და საკადრო განყოფილებას მიაწოდოს შემდეგი საბუთები:

პასპორტის ასლი;

დიპლომის / განათლების შესახებ საბუთის (თუ ასეთი არსებობს) ასლი;

2 ფერადი ფოტო (ფორმატი 3х4).

სხვა დეტალების შესახებ დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების მენეჯერს, ანი კასარელს: T: +995 322 37 77 77  Ext:128; akasareli@cu.edu.ge ან პროგრამების ხელმძღვანელს ნინა ანჯაფარიძეს: T: +995 577 733226; ninoanj@hotmail.com

ჩვენი პარტნიორები