GE EN

16 ივნისს "კინოს სახლში" გაიმართა კავკასიის ახალი კინოს სკოლის მეორე კურსის სტუდენტების - გრიგოლ ჯანაშიასა და ნატო გაბუნიას სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის "ღამის მორიგე" დახურული ჩვენება, რომელმაც კინოპროფესიონალთა და სკოლის წამყვან პედაგოგთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

ფილმის იდეა დაიბადა ერთი წლის წინ, როცა რეჟისორები პირველ კურსზე სწავლობდნენ. ახალი კინოს სკოლის ლექტორების, დიმა მამულიასა და ილია ტომაშევიჩის დახმარებით იდეა დამუშავდა და დაიწერა სცენარი, მიეცა პროექტის სახე, მოძიებულ იქნა  პროდიუსერი, რომელთან ერთადაც რეჟისორებმა პროექტი შეიტანეს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში, „მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის“ დაფინანსების კონკურსზე და  მოიპოვეს დაფინანსება. კავკასიის ახალი კინო სკოლის პროგრამის ხელმძღვანელ ნინო ანჯაფარიძის დახმარებით კო-პროდიუსინგში შემოვიდა სტუდია „ლე ხაინდრაო ფროდაქშენი“, რომელმაც  ფილმისთვის საჭირო ტექნიკა გამოყო. ფილმის ოპერატორია  ეკატერინა სმოლინა, მხატვარი - ვალენტინა კრიშოვა, მოსკოვის ახალი კინო სკოლის კურსდამთავრებულები. გადამღები ჯგუფი დაკომპლექტებული იყო კავკასიის ახალი კინოს სკოლის მეორე კურსის სტუდენტებისგან:

გვანცა მეფარიშვილი - კო-პროდიუსერი და რეჟისორის პირველი ასისტენტი

პაპუნა ქორიძე და შაკო დევდარიანი - ქასთინგი

ლაშა ასანიძე - გრიპის ჯგუფი

თამარ კალანდაძე და მარიამ სულაქველიძე - კოსტიუმერები

სალომე სულაბერიძე - გრიმი

ივა ჩხენკელი - მხატვრის ასისტენტი

თეონა ბარათაშვილი - Making of

აღსანიშნავია, რომ ფილმი უკვე გაგზავნილია სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე, როგორებიცაა ლოკარნოსა და ვენეციის ფესტივალები. კავკასიის ახალი კინოს სკოლა წარმატებულ საფესტივალო გზას უსურვებს ფილმს და მის რეჟისორებს!

ჩვენი პარტნიორები