"ამ ქვეყნად არის თამაში, რომლის მონაწილეებიც ადამიანები არიან და ადამიანები, რომლებიც ამ თამაშს თამაშობენ. თეატრი, ხელოვნება და ზოგადად ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სწორედ ამ თამაშს ჰგავს. ყოველი ჩვენთაგანი მოთამაშეა, რომელსაც შესწევს ძალა და უნარი გახდეს გროსმაისტერი.
ცხოვრება აღსავსეა მოულოდნელობებით... თეატრი, სცენის ჩაბნელება, ყოფა, შემოქმედებითი წვა, გონებრივი მისწრაფებები, ვარდნა და აღმაფრენა, დარდი და სიხარული. გაუცხოებას მოჰყვება მომავლის იმედი - თეატრი, აპლოდისმენტები, უკაცრიელი სცენა და პარტერი. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრებაა...
ჩემი შემოქმედება - ჩემი ცხოვრებაა..."
ანკა კალატოზიშვილი თეატრის მხატვარი და კავკასიის ახალი კინოს სკოლის მოწვეული პედაგოგია. ოთხშაბათს, 27 სექტემბერს, არტარეას სივრცეში ის თეატრისა და კინოს მხატვრობით დაინტერესებულ მსმენელთათვის ღია ლექციას წაუძღვება.