GE EN
კავკასიის ახალი კინოს სკოლა იწყებს  ინტენსიური ლექციებისა და  მასტერკლასების ციკლს სარეჟისორო ოსტატობაში, რომელსაც ჩაატარებს  რეჟისორი არტურ არისტაკისიანი.

არტურ არისტაკისიანი თანამედროვე რუსული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ურთიერთგამომრიცხავი და ხმამაღალი ფიგურაა. მისი 1994 წელს გადაღებული "ხელისგულები" და 2001 წელს გამოშვებული სურათი "ადგილი მიწაზე," კინემატოგრაფიულ წრეებში ლეგენდარულ ნამუშევრებად მოიხსენიება. არისტაკისიანი ბერლინის, სანდენსის, კარლოვი-ვარის, სან-ფრანცისკოსა და ბუენოს აირესის საერთაშორისო ფესტივალების მთავარი პრიზიორია. დღესდღეობით არისტაკისიანი მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის ახალი კინოს სკოლის ერთ-ერთი წამყვანი პედაგოგი და გამორჩეული ფიგურაა. მისი მეთოდიკა განსაკუთრებული ფერწერული მანერითა და ფოტოგრაფიის გავლენით განსხვავდება. 
ლექციები და მასტერკლასები სათაურით "კინოდარბაზი მიცვალებულთათვის" ჩატარდება:

23 მაისი - კინოს სახლი,   13.00-17.00

24 მაისი - კინოს სახლი,   13.00-17.00

25 მაისი - Frontline Cafe 13.00-17.00

26 მაისი - არტარეა - თავისუფალი ლექცია  19.00 

27 მაისი - Frontline Cafe     13.00-17.00

28 მაისი - Frontline Cafe       13.00-17.00

ჩვენი პარტნიორები