GE EN

კავკასიის ახალი კინოს სკოლა ერთკვირიანი ინტენსიური მასტერკლასების სერიის ჩასატარებლად იწვევს რეჟისორ არტურ არისტაკიანს.

არისტაკიანი მოსკოვისა და სანტ-პეტერბურგის ახალი კინოს სკოლის ერთ-ერთი წამყვანი პედაგოგი და გამორჩეული ფიგურაა. მისი მეთოდიკა განსაკუთრებული ფერწერული მანერითა და ფოტოგრაფიის გავლენით განსხვავდება. რეჟისორი თბილისის 23 მაისიდან 29 მაისამდე ეწვევა. მასტერკლასების განრიგის შესახებ ინფორმაცია განახლდება, თვალყური ადევნეთ ჩვენს ვებ-გვერდს. არისტაკიანის ფილმები "ხელისგულები" და "ადგილი მიწაზე"  ბერლინის, სანდენსის, კარლოვი-ვარის სან-ფრანცისკოსა და ბუენოს აირესის საერთაშორისო ფესტივალების მთავარი პრიზიორია. 
ჩვენი პარტნიორები