ილია ტომაშევიჩი ცნობილი რეჟისორი, მოსკოვის კინოს სკოლის მონტაჟის ხელოვნების ლაბორატორიის კურატორი და პედაგოგია. კავკასიის ახალი კინოს სკოლის მოწვევით ის ახლა თბილისში იმყოფება და მასტრკლასების ინტენსიურ კურსს ატარებს. 25 სექტემბერს, კაფე "ფრონტლაინში" ტომაშევიჩი ღია ლექციას წაიკითხავს, რომელიც უხმო და უდიალოგო ნარატივის შესახებ მოგვიყვება. ლექცია წარიმართება რუსულ ენაზე და მასზე დასწრება თავისუფალია.
მის: ლადო ასათიანის 64
დასაწყისი: 19:00-ზე