თბილისში მოკლე ფილმების მარათონი ParaShoot გაიმართა, სადაც კავკასიის ახალი კინო სკოლის სტუდენტებმა გრიგოლ ჯანაშიამ და ნატო გაბუნიამ ფილმით "გადამუშავება" მოიგეს აიპადი.
პროექტი ParaShoot არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიის მიერ იყო ორგანიზებული. პროექტის მხარდამჭერია ამერიკის საელჩო, ევროკავშირი, თიბისი ბანკი და სხვა მრავალი.
პროექტში მონაწილეობას იღებდა 100-ზე მეტი კონკურსანტი, რომლიდანაც აირჩა 18 ჯგუფი. მათ სამი დღის განმავლობაში უნდა გადაეღოთ ფილმი/სოციალური რგოლი თემებზე: ეკოლოგია, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ძალადობა.
გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი ჩატარდა 12 ივნისს კინოთეატრ ამირანში.