ერთ საათიანი ლექცია-პრეზენტაცია გასული საუკუნის ყველაზე გასაოცარი ფილმების კადრების ჩვენებას დაეთმობა; ფილმებისა, რომლებიც გაჯერებულია იშვიათი ფილოსოფიური და ისტორიული ვიზუალური ინტენსივობით. პრეზენტაციაზე დამსწრე, მომავალ სტუდენტებს ექნებათ საშუალება განიცადონ კინემატოგრაფში გამოსახულების ექსტაზური ძალა. პრეზენტაცია სტუდენტებს წინასწარ დაანახებს, თუ რა ტიპის ჩვენებებს და სამუშაოებს წარვმართავ მე მათთან მომავალ სასწავლო წელს კავკასიის ახალი კინოს სკოლის კურსის მსვლელობისას.
დევინ ჰორანი ნიუ იორკელი მწერალი და რეჟისორია. მისი პირველი ფილმი Boundary (2009) Cinemascope-ის გამოკითხვის „The Decade in Review“ მიხედვით დასახელდა ბოლო ათწლეულის ტოპ 10 ფილმს შორის. მისი ფილმის Late and Deep (2011) პრემიერა შედგა ვენეციის 68-ე კინოფესტივალზე ჰორიზონტის სექციაში და ნომინირებული იქნა ბერლინის ეროვნული გალერეის Preis für Junge Filmkunst ჯილდოზე 2013 წელს. ფილმი Grodek (2014) ეფუძნება ავსტრიელი პოეტის გეორგი ტრაკლის ცხოვრების ისტორიას. ფილმი Akra (2017) არის ანტი-კინოს სურეალისტური ნაწილი და გადაღებულია თბილისსა და ჭიათურაში. ფილმში ძირითადად ქართველი მსახიობები მონაწილეობენ. დევინ ჰორანის ფილმები ნაჩვენები იქნა ვენეციაში, როტერდამში, დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ამსტერდამში, ბუქარესტში, კურიტიბაში და სხვა.
დასწრება თავისუფალია