GE EN

ჩემი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ეპიზოდები

 

დავიბადე 1951 წლის 27 აგვისტოს.

1967 წელს დავამთავრე თბილისის პირველი საშუალო სკოლა.

1972 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი.

1980 წელს დავიცავი დისერტაცია და მომენიჭა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

1986 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი კინომცოდნის სპეციალობით.

1987-2007 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვმუშაობდი  უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, პარალელურად კინოხელოვნების კათედრაზე მეკავა დოცენტის თანამდებობა.  2007 წლიდან ვარ მიწვეული პედაგოგი. ლექციების კურსს ვკითხულობ კინოს ენასა და თეორიაში. 

1991- 2010 წლებში სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ვეწეოდი შოთა რუსთაველის სახელიბის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში და საერთაშორისო უნივერსიტეტში „მასკი“.

1995 წლიდან დღემდე ვარ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის „საპატიო სტუმარი“.

1996-1999 წლებში ვმუშაობდი საქართველოს კულტურის მინისტრის თანაშემწედ.

1999-2013 წლებში ვიყავი საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე.

2002 წელს იტალიაში ქართული კინოს დღეებთან დაკავშირებით ჩემი რედაქციით გამოიცა კატალოგი „Cinema Georgiano” (ქართული კინო).

სხვადასხვა წლებში ჩემი ორგანიზაციით ქართული კინოს დღეები ჩატარდა თურქეთში (ანკარაში-2003 წელს და ანტალიაში-2004 წელს) და დანიაში (კოპენჰაგენში-2008 წელს).

2004-2013 წლებში არაერთხელ ვიყავი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის წევრი და თავმჯდომარე.

2010 წელს ჩემი თანაავტორობით გამოიცა „ქართული მხატვრული კინოს ფილმოგრაფია“.

2013 წლიდან დღემდე ხელშეკრულებით ვმუშაობ საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის კონსულტანტად და სცენარისტად. ვარ დოკუმენტური ფილმების „მიხეილ ჭიაურელის კინოსტალინიანა“ და „გენერალი მაღლაკელიძე“ სცენარის ავტორი.

მყავს მეუღლე და სამი შვილი.

არჩილ შუბაშვილი

ჩვენი პარტნიორები