GE EN

დიტო ცინცაძე

ქართველი რეჟისორი და სცენარისტი. დაამთავრა კინორეჟისურის ფაკულტეტი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ელდარ შენგელაიასა და ოთარ იოსელიანის ხელმძღვანელობით. 1989 წლამდე ასისტენტად მუშაობდა კინოსტუდიაში "ქართული ფილმი". 1990 წელს მან თავისი პირველი ფილმი "სტუმარი" გადაიღო, პარალელურად კი მუშაობდა კერძო კინოკომპანიაში "შვიდკაცა". 1993 წელს, ფილმისათვის "ზღვარზე", რომელიც საქართველოში სამოქალაქო ომის შესახებ გვიყვება, მან "ვერცხლის ლეოპარდი" მიიღო ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე. 

1993 წლიდან 1996 წლამდე ცინცაძე მუშაობდა იტალიური კინოწარმოების კომპანიაში. 1996 წელს მას ბერლინის ნიპკოვის სტიპენდია გადაეცა, რის შემდეგაც ის ნაწილობრივ ბერლინში და ნაწილობრივ თბილისში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. 2000 წელს მისმა ფილმმა "დაკარგული მკვლელები" კოტბუსის მთავარი პრიზი აიღო და ამასთან ტესალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. 2003 წელს ცინცაძე სან-სებასტიანისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიოზიორი გახდა. სწორედ ამ დროიდან ის ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად და სამოღვაწეოდ, თუმცა მისი ერთ-ერთი საკვანძო ნამუშევარი "კაცი საელჩოდან "(2006 წ) საქართველოშია გადაღებული. ფილმმა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს ლეოპარდი მიიღო, მარ-დელ-პლატას კინოფეტივალზე კი ის საუკეთესო სცენარის მქონე ნამუშევრად დაასახელეს. 

2007 წელს გადაიღო სატელევიზიო ფილმი "რევერსი". 2008 წელს ფილმმა "მედიატორი" ოსკარის "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის" ნომინაციაში საქართველო წარმოადგინა. 
მისი ფილმი "შემოჭრა" 2012 წელს გერმანულ კინოთეატრებში გამოვიდა. ამავე წელს, "შემოჭრა" მონრეალის კინოფესტივალზე სპეციალური გრანპრის მფლობელი გახდა. 
2015 წელს, ცინცაძის "ბედნიერების ღმერთმა" ბიბერახის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მიიღო. ამავე ფილმისათვის ცინცაძე ვენის დამოუკიდებელი კინოს ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორად  დასახელდა. ამავე ფესტივალზე, ფილმის ოპერატორმა რალფ მენდელმა საუკეთესო საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისათვის აიღო პრიზი.

ჩვენი პარტნიორები