GE EN

აკა მორჩილაძე

ჩაპლინიდან  ბრუნო კორბუჩიმდე, ვისკონტიდან უოლტერ ჰილამდე, რენუარიდან ვეს ანდერსონამდე კინო უზარმაზარი ოკეანეა. თუმცა, რამდენი სახელიც არ უნდა ჩამოთვალო, მაინც ვერ იტყვი,  რომ ამ ოკეანეს ნაპირი აქვს.

კინო  უნაპირო სამყაროა: სერიოზულიც, არასერიოზულიც, მხიარულიც, პირქუშიც, დიადიც და მცირეც, გემოვნებიანიც და უგემოვნოც. კინო ყველანაირია, ალბათ როგორც  ყოველი ხელოვნება, მაგრამ კინოს აქვს თვისება სიბრტყეზე სიღრმის ჩვენებისა. ამისთვის კინოს ხელოვნების ყველა დარგი, მეცნიერების უამრავი დარგი და კიდევ უთვალავი  ხელობა სჭირდება.

 მერე ჩაქრება შუქი და თითქოს ჩვეულებრივ ადამიანები თითქოს ჩვეულებრივ რაღაცეებს აკეთებენ: ლაპარაკობენ და მოძრაობენ. ეს შეიძლება საოცარი რამ გამოდგეს და შეიძლება, სრულიად არაბუნებრივი და უვარგისი.

კინო რთული, საიდუმლოთი გაჯერებული საქმეა. ეკრანი, ყველაზე მკაცრი და უშეღავათო ადგილია. იქ ვერაფერს დაემალები. კინოს კეთება, ბედნიერებაა, ამ ბედნიერების ხანგრძლივობა, სწორედ ეკრანის დიდ სიმართლეზე ჰკიდია.

ლუმიერებიდან კოენებამდე, კლერიდან ისტვუდამდე, ლინდსი ანდერსონიდან როდირგესამდე, ეს უხეშობიდან სინატიფემდე  განფენილი თავისუფალი შემოქმედებაა, რომლის განუმეორებლობაც, ასევე გაუზომავი და უსასრულოა.

ჩვენი პარტნიორები